logo

"იუვენტუსი" 3:1 "ლიონი" (3:2) – "იუვე" მეოთხედფინალშია

"იუვენტუსი" 3:1 "ლიონი" (3:2) – "იუვე" მეოთხედფინალშია

კორონავირუსი 2020 წელს კაცობრიობის მთავარ პრობლემად იქცა. პანდემია დედამიწაზე სწრაფად ვრცელდება და მსოფლიო გაჩერებულია. შეწყვეტილია სპორტული და კულტურული ღონისძიებებიც.

26 თებერვალს ტურინის "იუვენტუსი" საფრანგეთში "ლიონთან" დამარცხდა. 1:0 კრახის შემდეგ იტალიური გიგანტი მზად იყო განმეორებით შეხვედრაში მეოთხედფინალში გასასვლელად ებრძოლა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მატჩები გაურკვეველი დროით გადაიდო. 

მძიმე ჟამს, უფეხბურთობის მოსაკლავად, ჩვენ გთავაზობთ სცენარს, რომელიც ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ზუსტად ისეთია, როგორზეც ვიოცნებებდით. ყველაფერი, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ არარეალურია.

მაურისიო სარის რჩეული თერთმეტეული დღევანდელი მატჩისთვის ასე გამოიყურება: შესნი, ალექს სანდრო, ბონუჩი, დე ლიხტი, დანილო, რაბიო, პიანიჩი, რემზი, კრიშტიანუ რონალდუ, დიბალა, კუადრადო.

1' მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყო. მოედანი გულშემატკივრითაა გადაჭედილი, ყველა ბედნიერია. ჩვენს სამყაროში არანაირი ვირუსი არ არსებობს. 

16' მარჯვენა ფრთიდან ხუან კუადრადომ კუთხური მოაწოდა. პასის ადრესატი კრიშტიანუ რონალდუ ახტა, მაგრამ ბურთს ვერ შესწვდა... ბურთი ყველას გადასცდა, მაგრამ შორეული კუთხე ბრწყინვალედ ჩაკეტა მატიას დე ლიხტმა და ბურთი მეტოქის კარისკენ გადაგზავნა! არის! ანგარიში გაიხსნა! 1:0! 

 40' ტაიმის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება, "იუვენტუსი" დანებებას არ აპირებს, თუმცა მომენტებს სიმწვავე აკლია. ბურთი და მოედანი ჩვენია. ყველაფერი კარგად იქნება.

45' პირველი ტაიმი დასრულდა. 1:0

57' დიდი უპირატესობის მიუხედავად "ბებერი ქალბატონი" ჯერ კიდევ ვერ ახერხებს უპირატესობის გამყარებას. დამატებითი დრო ჯერ კიდევ გამორიცხული არაა.

62' სარიმ ცვლილებას მიმართა. მოედანზე ხუან კუადრადოს ნაცვლად გონსალო იგუაინი გამოდის.

63' შემოსვლიდან ერთ წუთში გონსალო ახლოს იყო გოლის გატანასთან, მაგრამ მეკარესთან ერთი ერთზე დარჩენილმა გუნდი ვერ ახეირა.

66' ნახევარდაცვა ჩავარდა. ფრანგებმა კონტრშეტევა გოლით დააგვირგვინეს. ახლა "იუვეს" ორი ბურთი დასჭირდება. 1:1

68' აარონ რემზის ნაცვლად მოედანზე როდრიგო ბენტანკური გამოდის.

77' სარი უკანასკნელ ცვლილებასაც მიმართავს და თამაშში მირალემ პიანიჩის ნაცვლად ფედერიკო ბერნანდესკი ერთვება. ეს შეტევის გაძლიერებაა. 

80' "ლიონმა" მეორე ბურთიც გაგვიტანა. თითქოს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიდეო რეფერიმ სტუმრებს გოლი გაუუქმა. თამაშში ვართ.

88' პაოლო დიბალამ თამაში საკუთარ თავზე აიღო და ბრწყინვალე გარღვევა გოლით დააგვირგვინა. "იუვენტუსი" წინ გადის! 2:1

90' მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო 4 წუთია.

90'+2' კრიშტიანუ რონალდუ მარცხნიდან ბრწყინვალედ შეიჭრა საჯარიმოში, თუმცა წააქციეს. მსაჯმა ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა.

90'+5' ბევრი კამათის შემდეგ სიტუაცია დალაგდა. რონალდუ თავად შეასრულებს პენალტს. დარტყმა... ბურთი მარცხენა კუთხეში გაფრინდა, მეკარე კი მარჯვნივ გადახტა. 3:1

90'+6' მატჩი დასრულდა! "იუვენტუსი" - 3; "ლიონი" - 1. ორი მატჩის ჯამში 3:2 და "ბებერი ქალბატონი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია.

2 კვირის წინ
3692 / 0
ავთანდილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 116
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ