logo

"იუვენტუსი" პორნო საიტზე გამოჩნდა

"იუვენტუსი" პორნო საიტზე გამოჩნდა

გამარჯვება ყველა გულშემატკივარს სხვადასხვაგვარად უხარია. განსხვავებულია ტრიუმფის აღნიშვნის ხერხებიც. 

უცნაური ზეიმის კატეგორიაში წამყვანი ადგილი საყვარელი მომენტის პორნო საიტზე განთავსებას უჭირავს. ამით ქომაგები ცდილობენ გამოხატონ ის, რაც მათმა საყვარელმა გუნდმა მეტოქეს გაუკეთა.

გთავაზობთ 5 ვიდეოს, რომლებიც პორნო საიტებზეა განთავსებული და მათში "იუვენტუსი" მონაწილეობს.

2019 წლის 21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ტურინის "იუვენტუსი" მადრიდში 2:0 დამარცხდა "ატლეტიკოსთან. ესპანელები შემდეგ ეტაპზე გასვლას ზეიმობდნენ, თუმცა 3 კვირის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ ჰეთტრიკი შეასრულა და იტალიურმა გიგანტმა 3:0 იმარჯვა. გასაკვირი არაა, რომ "იუვენტინოებმა" ვიდეოს აქ განთავსება გადაწყვიტეს.

ეს ვიდეო საკმაოდ ხანმოკლეა და იგი პაოლო დიბალას გოლს ასახავს, რომელიც არგენტინელმა "ინტერს" გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ვიდეოს დისლაიქი არ აქვს. 

ეს ვიდეო არც ისე სასიამოვნო სანახავია. მასში ჩემპიონთა ლიგის ის ფინალია, რომელშიც "იუვე" 1:4 განადგურდა "რეალთან". სათაური კი ვიღავისთვის სახალისოც კი შეიძლება იყოს.

ისევ "რეალი" და ისევ იმედგაცრუება. 2018 წელს "იუვენტუსი" ტურინში 0:3 დამარცხდა და ნახევარფინალში შანსები თითქმის აღარ ჰქონდა, მაგრამ იტალიური გრანდი "რეალს" 0:3 ამარცხებდა სანტიაგო ბერნაბეუზე. სიტუაცია ბოლო წუთებზე აირია. მასპინძელთა სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა და შეხვედრა 1:3 დასრულდა. 

ეს ვიდეო ნამდვილად უცნაურია. ვიღაცამ FIFA ითამაშა და რატომღაც ვიდეო პორნო საიტზე განათავსა. ეს ნამდვილად არ არის ის, რისთვისაც მსგავს საიტზე შეიძლება შეხვიდეთ.



3 თვის წინ
1423 / 0
სესე
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 47
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ