logo

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები!

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები!

კორონავირუსმა მსოფლიო გააჩერა. ამ დროისთვის შეჩერებულია უდიდედის სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

უფეხბურთობა ჩვენმა საიტმა იმით შეგივსოთ, რომ შემოგთავაზათ მიმოხილვა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები "იუვენტუსისა" და "ლიონის" დაპირისპირებაში. 

გადავწყვიტეთ ჩვენს სამყაროში ფანტაზია კიდევ უფრო გავაფართოვოთ და ერთად გავარკვიოთ, ვის შეხვდა "იუვე" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

გაფრთხილება: ყველაფერი, რასაც დაბლა იხილავთ, ფანტაზიის ნაყოფია. 

"ლაიფციგმა", "ატლეტიკომ", "პსჟ"-მ და "ატალანტამ" გასვლა ჩვენს ჩაურევლად მოახერხეს. ლონდონის "ჩელსიმ" მიუნჰენში "ბაიერნზე" 1:4 იმარჯვა და ასპარეზობა განაგრძო. "ბარსელონამ" "ნაპოლი" 3:1 დაამარცხა. "რეალმა" კი "მანჩესტერ სიტის" 1:3 სძლია და ასევე გაინაღდა მეოთხეფინალი.

კენჭისყრის შედეგად კი გუნდები ასე დაწყვილდნენ.

"ბარსელონა" - "ლაიფციგი"

"რეალი" - "ატლეტიკო"

"იუვენტუსი" - "პსჟ"

"ატალანტა" - "ჩელსი"

ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ ჩვენი ორივე მატჩის მიმოხილვას. 

2 კვირის წინ
2802 / 0
ავთანდილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 116
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ