logo

"პსჟ" - "იუვე": ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი

"პსჟ" - "იუვე": ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი

ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად იყო და სიცოცხლე ლამაზ რიტმში მიდიოდა. ვერავინ იფიქრებდა, თუ 2020 წელს გაზაფხული ცელით შემოვიდოდა და სიკვდილი ქალაქიდან ქალაქში ირბენდა. ახლა 24 მარტია და კორონავირუსისგან დაინფიცირებული 350 000-ზე მეტი ადამიანი გვყავს. დაღუპულია 15 000-ზე მეტი სიცოცხლე. იტალია კი სასაფლაოა.

მათ, ვისაც ყველაზე მძიმე პერიოდში ფეხბურთი ასულდგმულებდათ, ვერაგმა ინფექციამ უკანასკნელი იმედიც ხელიდან გამოგლიჯა. სამყარო გაჩერდა...

ჩვენ "იუვენტუსის" ერთგულ გულშემატკივარს ახალი სამყარო მოვუწყვეთ, სადაც არც სიკვდილია და არც უბედურება. ჩვენ ფანტაზიას უფლება მივეცით და გაჩვენეთ, როგორ გასცდა ჩვენი საყვარელი გუნდი "ლიონს" და გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. ახლა კი ვაგრძელებთ...

ყველაფერი, რასაც დაბლა წაიკითხავთ, ფანტაზიის ნაყოფია და არ შეესაბამება რეალობას, 


ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მეოთხედფინალში "იუვენტუსი" "პსჟ"-ს გადაეყარა. ფრანგი ქომაგით გადაჭედილ სტადიონზე ტურინულ გიგანტს რთული გასეირნება ელის. 

მაურისიო სარის შერჩეული სასტარტო შემადგენლობა:

1' გაისმის გერმანელი ფელიქს ბრიხის სასტვენი და შეხვედრა დაიწყო!

3' ტურინელებმა აქტიურად დაიწყეს თამაში. ალექს სანდრომ მარცხნიდან სისწრაფე აკრიბა და საჯარიმოში ჩააწოდა, თუმცა ვერავინ გამოეხმაურა.

5' პიანიჩმა საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი კარგად დაამუშავა. ძლიერი დარტყმა, თუმცა ბურთმა მარცხენა ძელს ჩაუარა.

6' რემზიმ სწრაფი შეტევა ჩაშალა და ყვითელი ბარათი მიიღო.

9' პაოლო დიბალამ საჯარიმოში პატარა სივრცე იპოვნა, რონალდუს უპასა... ...პორტუგალიელის დარტყმა ახლო მანძილიდან კეილორ ნავასმა მოიგერია.

12' ნეიმარმა დე შილიო მარტივად ჩამოიტოვა და კარგი სივრცე მიიღო, თუმცა მისი ჩაწოდება ოსტატურად დაბლოკა კიელინიმ. ...ბუფონმა თანამემამულე შეაქო.

16' რაბიომ შორიდან გაისროლა. ბურთი დიდი მანძილით ასცდა. იტალიელმა ყოფილი გუნდის ფანებისგან სტვენა მიიღო.

22' კილიან მბაპემ ალექს სანდრო წამოაგო და საჯარიმოში უსულოდ დაეცა. არბიტრმა ხელი თერმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა!

24' ვიდეო რეფერიმ მსაჯის გადაწყვეტილება დაადასტურა.

25' ნეიმარმა და მბაპემ ბურთი ვერ გაიყვეს. ბრაზილიელი ყვითელ ბარათს იღებს. პენალტს ფრანგი დაარტყამს.

26' მბაპეს დარტმული ბუფონმა მოიგერია! ...ბურთთან პირველი კვლავ კილიანი აღმოჩნდა და დამატებაზე ანგარიში გახსნა. 1:0

33' რაბიო კუთხურის ჩაწოდებას ცდილობს, თუმცა  პარიზელი ქომაგი მისი მიმართულებით ბოთლებს და უშვერ სიტყვებს ისვრის.

37' კრიშტიანუ რონალდუმ მცველები ბრწყინვალედ ჩამოიტოვა და ბურთი გონსალო იგუაინს მიაწოდა, რომელმაც კარის ჩარჩოს ააცილა.

42' თამაშის ტემპი მკვეთრად დავარდა. ბურთი მოედნის ცენტრში დიდ დროს ატარებს.

45' მსაჯის მიერ კომპენსირებულია 2 წუთი.

45'+3' "იუვე" შეტევაში გაერთო და სახიფათო კონტრშეტევა მიიღო. ნეიმარის ჩაწოდებას იკარდი გამოეხმაურა და... ...ბურთი ბადეშია... 2:0

45'+4' დასრულდა პირველი ტაიმი. "პსჟ" - 2; "იუვენტუსი" - 0.

46' მატჩი განახლდა. პარიზელები სიმღერის ხასიათზე არიან. სარი ცვლილებას არ ჩქარობს.

49' ვერატის შორეული გასროლა და "იუვენტუსი" ძელმა იხსნა. ტრაგედია ტრიალდება.

52' მოედანზე აარონ რემზის ნაცვლად როდრიგო ბენტანკური გამოდის.

56' "იუვენტუსის" სახიფათო შეტევა... გონსალო იგუაინის წაქცევის გამო სახიფათო სტანდარტი ინიშნება.

57' ბურთთან პაოლო დიბალა და კრიშტიანუ რონალდუ დგანან. კარამდე 22 მეტრია... ...არგენტინელის დარტყმა და გოლი! ბურთმა ცოცხალი კედელს ელეგანტურად შემოუარა და კარის ბადეში გაეხვა. 2:1 

60' გონსალო იგუაინის ნაცვლად მოედანზე დუგლაშ კოშტა გამოდის. 

66' თამაშის ტემპმა კვლავ საგრძნობლად მოიკლო.

70' ნეიმარმა კუთხური ჩააწოდა მარჯვენა ფრთიდან... ...ბურთთან პირველი მარკინიოსია... დარტყმა და გოლი! 3:1 

77' პარიზელი გულშემატკივრის ზეიმს საზღვარი არ აქვს. მთელი მოედანი კვამლშია გახვეული... მინდორზე სხვადასხვა საგნები ცვივა...

78' მსაჯმა მატჩის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.

83' ფელიქს ბრიხმა თამაში განაახლა. პუბლიკა შედარებით დამშვიდდა.

85' მაურისიო სარი უკანასკნელ ცვლილებას იყენებს. მოედანზე პაოლო დიბალას ნაცვლად ბერნანდესკი გამოვა.

88' დიდი ხნის შემდეგ, თამაში კვლავ გააქტიურდა. "იუვენტუსი" აქტიურად ცდილობს გოლის გატანას. 

89' დუგლაშ კოშტამ ფლანგიდან შუაში შეიწია და გაისროლა... ...კეილორ ნავასის ბრწყინვალე სეივმა "პსჟ" იხსნა!

90' მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო 7 წუთია!

90'+2' ედისონ კავანიმ საჯარიმოს მისადგომებთან სიტუაცია სწორად შეაფასა... ...დაარტყა და "იუვენტუსი" ნადგურდება! 4:1

90'+4' დე ლიხტმა ნეიმარი საჯარომოში წააქცია და იტალიური გრანდის კარში კიდევ ერთი პენალტი ინიშნება...

90'+5' ვიდეო რეფერიმ ნეიმარის მოქმედება სიმულაციად შეაფასა... ეს რა არის?! არბიტრმა ხელი ჯიბისკენ წაიღო... მეორე ყვითელი ბარათი და ნეიმარს შეუძლია შხაპი მიიღოს!

90'+7' რაბიომ ბრწყინვალე სოლო რეიდი რაკეტისებური გასროლით დააგვირგვინა და კარი გახვრიტა! "იუვენტუსმა" შანსი დაიტოვა! 4:2

90'+9' გაისმის საფინალო სასტვენი! დანარჩენი ტურინში გადაწყდება... "პსჟ" - 4; "იუვენტუსი" - 2. 

2 თვის წინ
599 / 0
ავთანდილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 26
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ