არივაბენე: "პაულომ უნდა დაიმსახუროს ის ხელფასი, რომელსაც ითხოვს"

არივაბენე: "პაულომ უნდა დაიმსახუროს ის ხელფასი, რომელსაც ითხოვს"

ტურინის ''იუვენტუსის'' გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ დიბალა გააკრიტიკა. მისი აზრით, არგენტინელს ხასიათი და მონდომება აკლია: ''პაულომ უნდა დაიმსახუროს ის ხელფასი, რომელსაც ითხოვს და დაამტკიცოს თავისი ღირებულება. მინდა, დავინახო ხასიათი, მონდომება და გამარჯვების სურვილი. როდესაც ''იუვენტუსის'' 10 ნომერი ხარ, უფრო მეტად უნდა აცნობიერებდე ამ მაისურის მნიშვნელობას."

''ლა ხოიას'' ''იუვესთან'' კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება. როგორც არგენტინული მედია იტყობინება, პაულო შეცვლილი პირობებით უკმაყოფილოა და მზადაა სხვა კლუბის შეთავაზებაზე დაფიქრდეს. 

თუმცა, ეს ჭორი გამოდგა და "ბიანკონერის" მოთამაშე არ განიხილავს შავ-თეთრი ფორმის გარდა სხვა ფორმის ტარებას.

დიბალა ტურინულ გრანდში 2015/16 წლების სეზონიდან იმყოფება. ამ პერიოდის განმავლობაში მან 273 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 109 გოლი გაიტანა. რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, არგენტინელის ანგარიშზე 19 მატჩში 9 გოლია. 

1 კვირის წინ
183 / 1
გიო
user
Baqar89 სრულად გეთანხმები
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ