ალეგრი "უდინეზესთან" მატჩამდე: "მისგან სეზონის მეორე ნახევარში ბევრს ველოდები"

ალეგრი "უდინეზესთან" მატჩამდე: "მისგან სეზონის მეორე ნახევარში ბევრს ველოდები"

გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენციას, "უდინეზესთან" მატჩის წინ.

"ხვალ ფიზიკურად ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, რომელიც თავს ძალიან კარგად იცავს. ეს იქნება განსხვავებული მატჩი რომასგან და ინტერისგან. ყურადღება დაგვჭირდება.

კონტრაქტები მე არ მეხება. დიბალა შესანიშნავი მოთამაშეა. მისგან ბევრს ველოდები სეზონის მეორე ნახევარში. არანაირი შეკითხვა არ არის მის ფასში: ძალიან კარგი ფეხბურთელია.

ალექს სანდრო? სამწუხაროდ მან შეცდომა დაუშვა, მაგრამ მთლიანობაში კარგი მატჩი ჩაატარა.

ჩვენ ძალიან კარგად ვვარჯიშობთ. უნდა დავმშვიდდეთ და ვფოკუსირდეთ საქმეზე.

თუ მოედანზე ცუდად აკეთებ ყველაფერს, კონტრაქტს ვერ მიიღებ, ასეა იუვეში და ყველგან.

რაბიომ სან სიროზე კარგი მატჩი ჩაატარა. მან ბარელა ერთი-ერთზე გამოთიშა. მისი სუპერ თასზე პერფორმანსით კმაყოფილი ვარ.

ბონუჩი დააჯარიმეს და ეს საქმე დაიხურა. ამაზე მეტ ლაპარაკს არ ვაპირებ," - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

6 დღის წინ
181 / 1
გიო
user
Baqar89 იმედია ასეც იქნება
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ