"იუვენტუსისათვის" ფეხბურთელებისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ცხადია, კრიშტიანუ რონალდუს შენარჩუნებაა.
SportMediaset იტყობინება, რომ "იუვე" მუშაობს პორტუგალიელისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებაზე, მაგრამ ერთი გარემოება ქმნის პრობლემას. საქმე ეხება მის მაღალ ხელფასს. ახალი კონტრაქტით კი ანაზღაურება კიდევ უფრო გაიზრდება. ფინანსური პრობლემების გამო, რასაც კორონავირუსული კრიზისი კიდევ უფრო გაზრდის, ეს შესაძლოა ვერ მოხერხდეს.
წყაროს დასძენს, რომ, აქედან გამომდინარე, "ბიანკონერიმ" შესაძლოა რონალდუს გაყიდვის ვარიანტიც განიხილოს.