როდის იკეთებს კიეზა ოპერაციას - რამდენ ხანში ბრუნდება ფედე

როდის იკეთებს კიეზა ოპერაციას - რამდენ ხანში ბრუნდება ფედე

სტადიო ოლიმპიკოზე ''იუვემ'' შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა ''რომას'' წინააღმდეგ. ამისდა მიუხედავად, ტურინელებისთვის აღნიშნული შეხვედრა ბოლომდე კარგი ვერ გამოდგა ფედერიკო კიეზას ტრავმის გამო.

სამედიცინო კვლევების შედეგად დადგინდა, რომ იტალიელ ვარსკვლავს მარცხენა მუხლზე მყესები დაუზიანდა. ოპერაცია ხვალისთვის ინსბრუკში იყო ჩანიშნული, მაგრამ კიეზას გრიპმა აღნიშნულის რამდენიმე დღით გადადება გამოიწვია. საბედნიეროდ, ფედერიკოს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

ნათელია, რომ ტურინელთა ერთ-ერთი ლიდერი მიმდინარე სეზონში ''ბიანკონერის'' ვეღარ დაეხმარება. იგი ასევე ვერ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფების მატჩებში. ფედერიკო ''სკუადრა აძურასთვისაც'' ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება, თუ როდის დაბრუნდება კიეზა, სავარაუდოდ გამოჯანმრთლებისა და რეაბილიტაციის პერიოდი 6-დან 7 თვემდე გასტანს.იტალიელი მომავალი სეზონის დასაწყისში შეუერთდება საკუთარ გუნდსაც და ეროვნულ ნაკრებსაც. 

4 თვის წინ
321 / 1
გიო
user
Baqar89 მაინც კარგია ასე თუ იქნება ეეე კიეზა შეეძლება იუვეს შენს გარეშე ეშველოს მარა იტალიის ნაკრები კი დატოვე მსოფლიოს გარეშე 99 პროცენტი იმედია შევცდები მაგრად იყავი ყველაფერი კარგად იქნება 
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ