"მილანს" "იუვესთან" წამყვანი ფეხბურთელები უბრუნდებიან - უახლესი ცნობა

"მილანს" "იუვესთან" წამყვანი ფეხბურთელები უბრუნდებიან - უახლესი ცნობა

"მილანს" და "ბებერ ქალბატონს" კვირას დიდი გამოცდა ელის – "როსონერი" სახლში "იუვენტუსს" დაუხვდება.

"Sky-ს" ინფორმაციით, ლომბარდიულ გრანდს ამ დაპირისპირებისათვის ალესიო რომანიოლი დაუბრუნდება. ეჭვგარეშედ იგი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს ამ შეხვედრას პიერე კალულუსთან ერთად.

ტეო ერნანდესი მარცხენა ფლანგზე გამწესდება, ხოლო მარჯვნივ კი – ალესანდრო ფლორენცი, რადგან დავიდე კალაბრიასთან შედარებით იგი უკეთეს ფიზიკურ კონდიციაშია. 

სანდრო ტონალიც ბრუნდება და, შესაძლოა, ისმაელ ბენასერიც, თუ ალჟირის ეროვნული ნაკრები აფრიკის თასს გამოეთიშება.

შეტევის საკითხი კვლავ გასარკვევია, რადე კრუნიჩი დადგება თუ ბრაჰიმი იბრაჰიმოვიჩის უკან.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მილანურ გრანდს საკადრისი პრობლემები აღარ ექნება. 

4 თვის წინ
407 / 1
გიო
user
Baqar89 კარგია ასეთ მილანთან მოგებას სხვა გემო ექნება
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ