მაროტამ დიბალას "ინტერში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა - საინტერესო განცხადება

მაროტამ დიბალას "ინტერში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა - საინტერესო განცხადება

''ინტერის'' აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ იტალიურ მედიასთან თავისი კლუბის სატრანსფერო ბაზარზე ისაუბრა. იგი შეეხო პაულო დიბალას საკითხსაც. როგორც მოგეხსენებათ, არგენტინელის მომავალი ''იუვეში'' კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გავლენიანი წყაროები კი რამდენიმე დღის წინ მის ''ნერაძურიში'' ტრანსფერზე ალაპარაკდნენ.

''დიბალა? ბუნებრივია, როცა ასეთი დონის ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი ეწურება, დიდი კლუბები მის შესაძენად აქტიურდებიან. ჩვენ უამრავი ღირებულება გვაქვს, რომელიც წარმატების გარანტიას გვაძლევს მომავლისთვის. ''ინტერში'' შესანიშნავი მოთამაშეები არიან, რომლებიც ყველანაირ მოთხოვნას აკმაყოფილებენ. ამისდა მიუხედავად, ამბიციურები უნდა ვიყოთ და კიდევ უფრო მეტი მაღალი დონის ფეხბურთელი უნდა შევიძინოთ''- განაცხადა ჯუზეპემ.

ჟურნალისტებმა მაროტას სკამაკასა და რასპადორის ტრანსფერთან დაკავშირებითაც ჰკითხეს. მან აღნიშნა, რომ ძალიან სასიამოვნოა, როცა იტალიაში მსგავსი დონის ფეხბურთელები ყალიბდებიან და ''ინტერი'' აუცილებლად იმუშავებს, რომ თავისი შემადგენლობა მსგავსი პერსონებით გააძლიეროს.

ჯუზეპე მაროტა 2010-დან 2018 წლამდე ტურინის ''იუვენტუსში'' მუშაობდა. 2018 წლიდან კი მილანის ''ინტერის'' აღმასრულებელი დირექტორია. Mediaset-თან მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ''ნერაძური'' დიდი კლუბია და მოხარულია მათთან თანამშრომლობით.

4 თვის წინ
372 / 1
გიო
user
Baqar89 იმედია ეს არ მოხდება
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ