
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა მასიმილიანო ალეგრის ტურინულ გრანდში მუშაობაზე კომენტარი გააკეთა.
"ალეგრი საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის ვისაც კო ოდესმე გავუწვრთნივარ. მასთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწიე. მასთან მუშაობამ უფრო ძლიერ ფეხბურთელად გამხადა და მაჩვენა, როგორ შემეხედა ფეხბურთისთვის სხვანაირად.
მშვენივრად ვუგებდით ერთმანეთს. მასთან ერთად გატარებული სამი წელი ფანტასტიკური იყო. "იუვენტუსთან" ერთად ყველაფერი მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეც კი გავედით.
მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვახერხეთ მოგება, მაგრამ ფინალში გასვლა, დასამახსოვრებელი თამაშების ჩატარება, იტალიის ჩემპიონატის, იტალიის თასის და სუპერთასის მოგება ფანტასტიკური იყო. ჩვენ დიდი გუნდი ვიყავით დიდი მწვრთნელით",- აცხადებს დასასრულს პიანიჩი