"ჯენტლმენი, რომელმაც თავის ქალბატონს ბოლომდე უერთგულა"

"ჯენტლმენი, რომელმაც თავის ქალბატონს ბოლომდე უერთგულა"

ალესანდრო დელ პიერო- მსოფლიო და იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზის ერთ-ერთი წევრი. თავის დროზე მარადონას, ზიდანის, ბრაზილიელი რონალდოს გვერდით მდგომი... შეიძლება მათი დონის ვერ იყო, მაგრამ მის თამაშს, რომ უყურებდი განსხვავებულ რამეს გრძნობდი.. მის ფეხბურთში სხვა ესთეტიკა,მაგია, ინტელექტი იყო. იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც საფეხბურთო სამყაროში მაშინ შეაბიჯეს, როცა დელ პიეროს კარიერის პიკი იყო, ყველაზე კარგად ემახსოვრებათ მისი გამორჩეული მანერები და ბურთთან ურთიერთობა. მაგრამ... მოხდა ის, რამაც ბევრს ჩაუმწარა კარიერა... ტრავმა, თან ჯვარედინი მყესების.. ეს გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა 23 წლის დელ პიეროსთვის... ამის შემდეგ მისი ფეხბურთი შეიცვალა. რთული იყო ფეხზე წამოდგომა და იგივე სულისკვეთებით გაგრძელება, მაგრამ მის ხასიათში დანებება არასდროს იჯდა... ალესამ თავი აწია, მაქსიმუმი ჩადო თავის საქმეში. კარიერის ბოლომდე ღირსეულად იასპარეზა. მისნაირს ბევრს მართლა ვერ გაიხსენებდნენ. საფეხბურთო ნიჭთან ერთად საოცარი ადამიანური ღირებულებები, რამაც კიდევ უფრო შეაყვარა ალესა გულშემატკივრებს და არა მხოლოდ ''იუვეს'' ქომაგებს. მსგავსი ფასეულობების მქონე ფეხბურთელი ყველასთვის დასაფასებელია, არ აქვს მნიშვნელობა ვის ქომაგობ.

 ვის არ უთამაშია ''ბიანკონერის'' მაისურით, რომელი ერთი უნდა ჩამოთვალო, მაგრამ ამ გუნდის გულშემატკივრების გულებში დელ პიეროს ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს. მან შექმნა ცალკე ეპოქა. ''იუვე'' დელ პიეროსთან და მის გარეშე ორი სხვადასხვა რამ იყო. ალესას ''მარადიულ კაპიტანს'' ეძახიან. ''როგორც შენ, არასდროს, არავინ!''- ასეთი ლოზუნგით მიმართავდნენ მას ქომაგები. გავა წლები, ბევრი მოვა და წავა, ბევრიც მოირგებს ათ ნომრიან მაისურს, უკაპიტნებს გუნდს, შეიძლება მასზე მეტი გოლიც გაიტანონ, ტიტულები მოიგონ, მაგრამ... დელ პიერო აღარ განმეორდება. 705 შეხვედრა და 289 გოლი. 19 წლიანი ტურინული კარიერის მანძილზე მან ისეთი ფასეულობები დანერგა გუნდში, რომელიც ბევრ მოთამაშეს დააფიქრებს, თუ რა დიდი პასუხისმგებლობაა გეცვას ''იუვეს'' მაისური.

 რომელ ქომაგს დაავიწყდება ფეხზე წამომდგარი ''სანტიაგო ბერნაბეუ'' და ''ოლდ ტრაფორდი?'' განა ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მეტოქე გუნდის გულშემატკივრები ტაშით, ფეხზე წამომდგრები აცილებენ? ასეთი იყო ალესა. ალბათ, არავის დაავიწყდება მისი ბენეფისი ''ბლანკოსთან.'' უყვარდა ''რეალის'' კარის აღება, ხშირადაც გამოსდიოდა, თუმცაღა მადრიდელი ქომაგების მხრიდან ყოველთვის პატივისცემასა და მოწიწებას იღებდა. ეს ყველაფერი კი მრავლისმეტყველია. ცოტას თუ ექცევიან ასე, მითუმეტეს მადრიდში. დელ პიერო კი ერთ-ერთი მათგანი იყო.

  ერთგულება გასაჭირში გამოიცდებაო და ასე მოხდა. 2006 წლის გახმაურებული საფეხბურთო სკანდალის შემდგომ, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი ''იუვენტუსი'' გახლდათ, ბევრმა დატოვა კლუბი. დელ პიერო ბოლომდე იყო ''ბებერი ქალბატონის'' კავალერი. ის დაეხმარა კლუბს სერია ბედან ამოსვლაში. დღეს რომ ''ბიანკონერი'' ფეხზე დგას, ამაში უდიდესი წვლილი სწორედ ალესას მიუძღვის. ეს ის ადამიანია, რომელიც მზად იყო დაეკლო ხელფასის 90%, ოღონდ შავ-თეთრი მაისური ცმოდა. ეს ის ფეხბურთელია, რომელსაც მადრიდის ''რეალიდან'' დაწყებული, ალბათ ყველა გრანდი ეპატიჟებოდა, მაგრამ არა. დელ პიეროსთვის მხოლოდ ტურინი და ''იუვე'' არსებობდა. მარჩელო ლიპი რამდენიმე ხნის უკან იხსენებდა იმ დღეს, როცა ალესა კაპიტნად აირჩიეს: ''ერთხელ, იმისთვის, რომ გადამეწყვიტა, თუ ვინ მიიღებდა კაპიტნის სამკლაურს, გასახდელში ჩავატარე რეფერენდუმი და ვთხოვე ჩემ თითოეულ მოთამაშეს ფურცელზე დაეწერა ''იუვენტუსის'' შესაფერისი კაპიტნის სახელი. 25-დან 22 ფურცელზე ალექსის სახელი ეწერა. მან კი თქვა, რომ ამ გუნდს პატივისცემით უკაპიტნებდა, სანამ მოვისურვებდით.'' სიტყვაც შეასრულა. თავისი კარიერის მანძილე ბოლომდე უკაპიტნა ''შავ-თეთრებს.'' მუდამ წინ მოუძღვოდა თავის მოთამაშეებს და უდიდეს მოტივაციას აძლევდა.

  ''არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ის, რაც თქვენ ამ 19 წლის განმავლობაში მაჩუქეთ. იყავით ბედნიერები, იცინოდით, მილოცავდით, ტიროდით, ჩხუბობდით, ყვიროდით ჩემთან ერთად. არასდროს იქნება რომელიმე ფერი ჩემთვის ისეთივე ბრწყინვალე, როგორიც შავი და თეთრი. თქვენ ჩემი ოცნება რეალობად აქციეთ. ყველაზე მეტად თქვენთვის მადლობის თქმა მინდა''- წერდა ალესა თავის წერილში, რომელიც ''იუვეს'' ფანებს მიუძღვნა ტურინის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე. ''იუვეს'' ქომაგებისთვის კი არასდროს იარსებებს ისეთი ფეხბურთელი როგორიც დელ პიერო იყო. ვინც არ უნდა მივიდეს და რაც არ უნდა გააკეთოს, ალესა მაინც ცალკე, ყველაზე მაღლა იდგება. ქომაგების გულში მისი ადგილი ცალკეა და ასე დარჩება, ამიტომ ეძახიან მას მარადიულ კაპიტანს. მან იდეალური მაგალითი მისცა მომავალ ფეხბურთელებს, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მოთამაშე... მხოლოდ გოლები არ კმარა... ერთგულება და ინდივიდუალიზმი, რაც მას გააჩნდა. ცოტას თუ აცილებენ მოედნიდან ტაშით ატირებული გულშემატკივრები და 2012 წლის 13 მაისი გაიხსენეთ... ყველაზე გულდასაწყვეტი დღე ქომაგებისთვის... ალესას ბოლო მატჩი... ყველა ტიროდა.. მაშინ იქ ბევრი ადამიანი იჯდა, რომლის ფეხბურთში მოგზაურობა დელ პიეროთი დაიწყო, ბევრის გზამკვლევი გახდა ამ საოცარ სამყაროში... ოდესმე ხომ ყველაფერი სრულდება და აქ მაშინ დასრულდა ეპოქა, რომელიც ყველაზე დიდი იყო ტურინული გრანდის არსებობის ისტორიაში... მაშინ ყველას თვალზე ცრემლს დაინახავდით, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონდა მისი თამაში ნანახი... ასეთი იყო ალესა, ყველას მარტივად შეაყვარა თავი. ალესა ის ჯენტლმენი იყო, რომელმაც თავის ქალბატონს ბოლომდე უერთგულა.

3 თვის წინ
487 / 1
გიო
user
Baqar89 ასით მართალი ხარ მეგობარო და მადლობა რო ეს სტატია დადე
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ