ხედირა: "ეს სეზონი ბევრად განსხავებული და რთულია"

image
"იუვენტუსის" ნახევარმცველმა სამი ხედირამ აპენინური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მიმდინარე სეზონის სერია-ა-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა.

"სერია-ა-ში ეს სეზონი ყველასგან განსხავებულია, რადგან ცხრილის ზედა ნაწილში ბევრი ძლიერი გუნდი მოგროვდა, მათ შორის გამოსარჩევი "ნაპოლია" , მაგრამ ასევე არიან "ინტერი", "რომა", "ლაციო" და რა თქმა უნდა, "იუვენტუსი". აქედან გამომდინარე, სკუდეტოს მოგება ახლა უფრო რთულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ორიენტირებულები ვიყოთ კონკრეტულ მატჩებზე. ჩემი აზრით, ტიტულის მოსაგებად ახლა უფრო მეტი მუშაობა მოგვიწევს, ვიდრე გასულ სეზონებში".

"ჩემპიონთა ლიგა? ჯგუფურ ეტაპზე შესაძლებელია, მცირე სიურპრიზები ვიხილეთ, მაგრამ ნამდვილი ტურნირი 1/8 ფინალიდან იწყება. კონკურენტები უძლიერესები არინ: "ბაიერნი" ახალი მწვრთნელით, "მანჩესტერ სიტი", ან "პარი სენ-ჟერმენი". ამ კლუბებს აქვთ ბევრი შესაძლებლობა და ირიცხებიან უმაღლესი კლასის ფეხბურთელები. რაც შეეხებათ "რეალს" და "ბარსელონას", მათზე საუბარიც ზედმეტია. ბევრი გუნდია, რომელსაც შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, ისევე როგორც "იუვენტუსს"
,
- ციტირებს ხედირას სიტყვებს "Football Italia".
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
მატჩის იუვენტინო
მირალემ პიანიჩი

რეკლამა
Image
დანაკლისები
დე შილიო, კიელინი
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "იუვენტუსს" გაძლიერება ყველაზე მეტად?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image