1 წლის და 4 თვის წინ

Opta-ს პროგნოზი სერია A-ზე - რომელ ადგილზე გავლენ გუნდები

ავტორი
Aa
ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს, "Opta"-ს სუპერკომპიუტერმა სერია A-ს 2023/24 წლების სეზონის საბოლოო სატურნირო ცხრილი ივარაუდა. Opta-ს მიხედვით, სკუდეტოს დასაკუთრების ფავორიტი "ინტერია" და "ნერაძურის" ჩემპიონობის შანსი 84.8 პროცენტია.
მეორე ადგილზე "იუვენტუსი" იმყოფება. "ბიანკონეროს" საჩემპიონო შანსი 11.8 პროცენტი გახლავთ, "ბებერ ქალბატონს" კი "მილანი" (2.2%) და "ნაპოლი" (1.2%) მოჰყვებიან. "Opta"-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სავარაუდოდ, მე-3 ან მე-4 ადგილს დაიკავებს (მესამეზე - 26.1%, მეოთხეზე - 26.5%).
შეგახსენებთ, რომ 13 ტურის შემდეგ, "ინტერი" 32 ქულით პირველ ადგილს იკავებს. "იუვენტუსი" 30 ქულით მეორეა, "მილანი" და "ნაპოლი" კი 26 და 24 ქულით მესამე-მეოთხე პოზიციებზე იმყოფებიან.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
9 თვის და 1 კვირის წინ

ბუფონი: "ეს არის მატჩი, რომელიც არასდროს დამავიწყდება"
9 თვის და 1 კვირის წინ

ფაჯოლი: "ფეხების დამტვრევით მემუქრებოდნენ, 3 მილიონის ვალი დამიგროვდა"
1 წლის და 4 თვის წინ

Opta-ს პროგნოზი სერია A-ზე - რომელ ადგილზე გავლენ გუნდები
1 წლის და 5 თვის წინ

დოპინგზე ჩავარდნის შემდეგ, პოგბას ხელფასი თვეში 2 ათას ევრომდე შემცირდა