სტადიონი
ალიანს სთეიდიუმი
{title}
  • სახელი
    ალიანს სთეიდიუმი
    ტევადობა
    41.507
  • გახსნის თარიღი
    2011 წ
    რეკონსტრუქციის თარიღები
    2012
  • მინდვრის ზომა
    105 x 68 მ
    უეფას კატეგორია
    (მე-4 დონე)
  • "იუვენტუსს" არსებობის მანძილზე 3 სტადიონი გამოუცვლია. ამჟამად "ბიანკონერი" საშინაო შეხვედრებს მე-4 სატდიონზე ატარებს.

    "სტადიო კომუნალე" - ეს გახლავთ პირველი არენა, სადაც "ბებერმა ქალბატონმა" იასპარეზა. აიგო 1893 წელს და სახელი ბონიტო მუსოლინიმ შეურჩია. პირველი შეხვედრა 29 ივნისს გაიმართა. ეს არენა 1990 წლამდე არსებობდა, რა დროის განმავლობაშიც 890 შეხვედრა გამართეს.

    "სტადიო დელეალპი" - სტადიონი, რომელიც 69 041 კაცზე იყო გათვლილი. იგი 1990 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის აიგო. 2006 წელს ეს სტადიონი 3 წლით დაიკეტა, რათა ახალ არენად გადაეკეთებინათ. დიდი მოედანი შესაბამის ხარჯებს მოითხოვდა, ადგილები არ ივსებოდა, რის გამოც ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ახალი, უფრო ლამაზი და შედარებით პატარა ზომის სტადიონი აეგოთ. 3 წლის განმავლობაში ტურინში ახალ არენს აშენებდნენ. 1990 წლიდან 2006 წლამდე "იუვენტუსი" საშინაო მატჩებს ამ სტადიონზე ატარებდა. ამ არენაზე კლუბმა 7 სკუდეტო აღმართა.

    "სტადიო ოლიმპიკო" - ეს არის არენა, რომელსაც "იუვენტუსი" "ტორინოსთან" იყოფდა. როდესაც "ბიანკონერის" საკუთარ არენაზე პრობლემები ჰქონდა, ან ახალში გადასვლას აპირებდა, საშინაო შეხვედრებს ამ მოედანზე ატარებდა. მაგალითად, "სტადიო კომუნალედან" "დელეალპიზე" გადასვლისას "შავ-თეთრები" "ოლიმპიკოსაც" იყენებდნენ საშინაო არენად. საბოლოოდ, "ბებრმა ქალბატონმა" 2011 წელს დატოვა ეს სტადიონი.ახალი სპონსორების შემდეგ კლუბმა ახალი სტადიონიც მოისურვა. ახლა ეს არენა მთლიადან "ტორინოს" დაქვემდებარებაშია. "ალიანს სთედიუმი" - 2011 წლიდან სტადიონი "იუვენტუს სთედიუმის" სახელით არის ცნობილი, მაგრამ კლუბმა მოგვიანებით სპონსორების გამო სახელი შეუცვალა და ახლა "ალიანს სთედიუმი" ჰქვია. ძირითად ყველა ახლაც "იუვენტუს სთედიუმით", ან უბრალოდ "იუვე არენათი" მოიხსენიებს აღნიშნულ არენას, რადგან მისი სახელი ძალიან ჰგავს "ბაიერნის" სტადიონის სახელს.