6 თვის და 1 კვირის წინ
"FourFourTwo"-მ 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მეკარე დაასახელა
"FourFourTwo"-მ 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მეკარე დაასახელა

"პარმას", "იუვენტუსის", "პსჟ"-ს და იტალიის ნაკრების ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გამოცემა "FourFourTwo"-ს მიხედვით 21-ე საუკუნის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.

სამეულში მოხვდნენ მადრიდის "რეალის" ყოფილი მეკარე, იკერ კასილიასი, ასევე "აიაქსის", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ფულემის" ყოფილი კარის დარაჯი ედვინ ვან დერ საარი.

21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მეკარის სია ასე გამოიყურება:

  1. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია).
  2. იკერ კასილიასი (ესპანეთი).
  3. ედვინ ვან დერ საარი (ნიდერლანდები).
  4. პეტრ ჩეხი (ჩეხეთი).
  5. მანუელ ნოიერი (გერმანია).
  6. ოლივერ კანი (გერმანია).
  7. ვიქტორ ვალდესი (ესპანეთი).
  8. დავიდ დე ხეა (ესპანეთი).
  9. ხულიო სეზარი (ბრაზილია).
  10. უგო ლორისი (საფრანგეთი).

45 წლის ბუფონმა გასულ ზაფხულს დაასრულა კარიერა. "იუვენტუსის" შემადგენლობაში მეკარე 10-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და ხუთჯერ მოიგო ქვეყნის თასი. "პარმასთან" ერთად 1998/1999 წლების სეზონში ბუფონმა უეფას თასი მოიპოვა. 


Facebook კომენტარები