VIDEO: ხვიჩას ეპიზოდი განხილვის საგნად იქცა - რა მოხდა გუშინ

ავტორი
Aa

ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ "კრემონეზეს" გოლი დაბადების დღეზე გაუტანა. მან საკუთარ თავს 22-ე იუბილეზე ბრწყინვალე საჩუქარი გაუკეთა.

აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირებაში იყო მომენტი, სადაც მსაჯს პენალტის დანიშვნა შეეძლო კვარას წაქცევის შემდეგ, თუმცა არბიტრმა ეს მომენტი VAR-ზეც კი არ გადაამოწმა.

ამის შესახებ კომენტარი გააკეთა ვეტერამა მსაჯმა, ლუკა მარელიმ, რომელიც ხშირად სტუმრობს ტელეკომპანია DAZN-ს.

"ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი პენალტის დანიშვნის, თუ ის აშკარა არ არის. 50-50-ზე მომენტში პენალტი არ უნდა დაინიშნოს. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს მსაჯებისთვის ხაზი, რომელსაც გაჰყვებიან. 

ფერარი (კრემონეზეს მცველი) ოდნავადაც არ ცვლის სირბილის მიმართულებას. ნახეთ, მიმართულება აბსოლიტურად იგივეა, ფერარი არ მოძრაობს კვარაცხელიასკენ, ბურთს ეხება და შემდეგ კვარაცხელია ფეხში ურტყამს. ვფიქრობ, რომ ეს პენალტზე მეტად შეტევაში ჯარიმაა," - ამბობს იტალიელი.

"ჯარიმა შეტევაში ცოტა გადამეტებული შეფასებაა თითქოს," - პასუხობენ მას ანდრეა ბარძალი და ჩირო ფერარა, შემდეგ კი ერთად იცინიან.


Facebook კომენტარები