1 წლის და 9 თვის წინ
BREAKING: "იუვეს" ზაფხულში ეს ორი მოთამაშე დატოვებს
BREAKING: "იუვეს" ზაფხულში ეს ორი მოთამაშე დატოვებს
ავტორი
Aa

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინულ კლუბს ზაფხულში კუადრადო და რაბიო დატოვებენ.

დი მარციოს მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, უდიდესი ალბათობით, ხუანი და ადრიენი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით წავლენ.

"ბებერ ქალბატონს" კოლუმბიელი მარჯვენა ვინგ-ბექის კონტრაქტის არ გახანგრძლივება პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვს. 

რაც შეეხება ფრანგს, მას ძალიან დიდი ხელფასი სურს, რასაც შავ-თეთრები ვერ დააკმაყოფილებენ.

ასე რომ, შემდეგ სეზონში ზემოაღნიშნულ ორ მოთამაშეს, ძალიან დიდი ალბათობით, ვეღარ ვიხილავთ "იუვენტუსში".


Facebook კომენტარები