1 წლის და 1 თვის წინ
"პსჟმ" პარედესის ფასს დაუწია - რას ფიქრობენ "იუვენტუსში" მასზე
"პსჟმ" პარედესის ფასს დაუწია - რას ფიქრობენ "იუვენტუსში" მასზე
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის სტარტზე ტურინის "იუვენტუსმა" ლეანდრო პარედესი იჯარით გადმოიყვანა.

არგენტინელი ნახევარმცველი "ბებერ ქალბატონში" მოლოდინებს ვერ ამართლებს, რაც ხელმძღვანელობას უკმაყოფილოს ტოვებს.

იტალიური გამოცემა Corriere Torino წერს, რომ "პარი სენ-ჟერმენი" მზად არის, პარედესის ფასს დაუწიოს, რათა "ბიანკონერიმ" მისი ყიდვა მოისურვოს.

რაც შეეხება ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას, ირკვევა, რომ გუნდში ლეანდროს დატოვებით დაინტერესებული არ არიან და ის კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს შეიცვლის.


Facebook კომენტარები