1 წლის და 3 თვის წინ
უიღბლობა გრძელდება - ვინ დააკლდება "იუვენტუსს" "სალერნიტანასთან" მატჩში
უიღბლობა გრძელდება - ვინ დააკლდება "იუვენტუსს" "სალერნიტანასთან" მატჩში
ავტორი
Aa

ხვალ, საქართველოს დროით 23:45 საათზე ტურინის "იუვენტუსი" "სალერნიტანას" დაუპირისპირდება და 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.

მატჩის წინ, ცნობილი და გავლენიანი გამოცემა Sky Sport "ბებერ ქალბატონთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ირკვევა, აღნიშნულ შეხვედრას ლეონარდო ბონუჩი და პოლ პოგბა გამოტოვებენ.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პოგბა, რომელსაც "ბიანკონერი" წლიურად 10 მილიონ ევროს უხდის, მიმდინარე სეზონში მოედანზე ოფიციალურ შეხვედრაში არ გამოჩენილა.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ეს 2 ფეხბურთელი "ფიორენტინასთან" მატჩში მოედანზე გასვლას.


Facebook კომენტარები