1 წლის და 1 თვის წინ
ზაფხულში "იუვენტუსს" ამის გაკეთება პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვს
ზაფხულში "იუვენტუსს" ამის გაკეთება პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვს
ავტორი
Aa

ზაფხულში "იუვენტუსი" რამდენიმე მნიშვნელოვანი სატრანსფერო სვლების გაკეთებას გეგმავს, ერთ-ერთი მათგანი კი ნიკოლო როველას დაბრუნება გახლავთ.

Gazzeta dello sport - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბებერი ქალბატონი" გეგმავს, რომ დაიბრუნოს ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველი "მონცადან", რომელიც განათხოვრებული ჰყავთ.

წყაროს მტკიცებით, შავ-თეთრები როველას გუნდში დატოვებას გეგმავენ. მათ სურთ, რომ კლუბი ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელებით ააშენონ.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ უდიდესი ალბათობით როველა ლეანდრო პარედესს ჩაანაცვლებს, რომელსაც ტურინელები არ გამოისყიდიან პარიზული კლუბისგან.


Facebook კომენტარები