ბოლო 24 საათში "ბებერი ქალბატონის" თავს არაერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომელსაც ახლა დეტალურად შეგატყობინებთ.
• დანილომ კონტრაქტი გაახანგრძლივა - ბრაზილიელმა "იუვენტუსთან" 2025 წლამდე გააფორმა კონტრაქტი, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ფუნქციით. მისი ხელფასი იგივე დარჩება (4 მილიონი ევრო).
• ლოკატელი ახლოსაა დანილოს გზის გაყოლასთან - მანუელი და ტურინული გრანდი მოლაპარაკებებს აწარმოებენ კონტრაქტის 2026 წლამდე გახანგრძლივებაზე, აქაც +1 წლის დამატების ფუნქციით.
• ჰუისენი რჩება - "ბიანკონერის" ახალგაზრდა ნიდერლანდელმა მცველმა შავ-თეთრებთან კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
• მოჰამედ იჰატარენი გამოუშვეს - ახალგაზრდა მოთამაშე გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაჭერილი იყო, თუმცა ახლა გამოუშვეს და მზადაა ტურინში დაბრუნდეს და ვარჯიში დაიწყოს.
• ბონუჩი დაბრუნდა - ლეონარდომ დღეს ივარჯიშა და "ნანტთან" მატჩისთვის მზად არის.