1 წლის და 2 თვის წინ
დი მარია "გალათასარაის" დაუკავშირეს - რას ამბობს რომანო
დი მარია "გალათასარაის" დაუკავშირეს - რას ამბობს რომანო
ავტორი
Aa

თურქეთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გვიან მთავრდება, რამაც მედიაში ერთი ახირება გამოიწვია.

რამდენიმე თურქულმა გამოცემამ დაწერა, რომ "გალათასარაი" ანხელ დი მარიას ტრანსფერით იყო დაინტერესებული.

ცნობილმა და გავლენიანმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, გამორიცხულია, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის დასრულებამდე "ბებერი ქალბატონის" რიგები დატოვოს.

ანხელი საკუთარ კონტრაქტს "ბიანკონერიში" ამოწურავს, შემდეგ კი სამომავლო გადაწყვეტილებას მალევე მიიღებს.


Facebook კომენტარები