1 წლის და 9 თვის წინ
რაბიომ საკუთარ კონტრაქტზე ისაუბრა - ფრანგის განცხადება
რაბიომ საკუთარ კონტრაქტზე ისაუბრა - ფრანგის განცხადება
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ადრიენ რაბიოს ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

მიუხედავად ხელშეკრულების მალე ამოწურვისა, მხარეებს შორის ახალი კონტაქტის დეტალებზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

ფრანგმა ნახევარმცველმა მედიასთან ამ სიტუაციის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.

"მე აქ ვარ, "იუვენტუსში", სადაც ჩემს პერფორმანსებზე ვარ ორიენტირებული. საკუთარ კონტრაქტზე არ ვფიქრობ - ყველაფერს რამდენიმე თვეში ვნახავთ," - განაცხადა რაბიომ.

ირკვევა, რომ ფრანგი ნახევარმცველის გადაბირება პრემიერ ლიგის გრანდებს სურთ, ეს კი ადრიენის გეგმებშიც შედის.


Facebook კომენტარები