1 წლის და 2 თვის წინ
ალეგრიმ მატჩის შემდეგ "ნანტთან" თამაშზე ისაუბრა - რა თქვა მაქსმა
ალეგრიმ მატჩის შემდეგ "ნანტთან" თამაშზე ისაუბრა - რა თქვა მაქსმა
ავტორი
Aa

დღეს "იუვენტუსმა" "სპეციას" წინააღმდეგ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. გოლების ავტორები მოიზე კინი და ანხელ დი მარია არიან. 

ამ დაპირისპირების შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ჩვენ წინ და წინ მივიწევთ ცხრილში და ასე უნდა განვაგრძოთ.

დი მარია? ის უმაღლესი კლასის მოთამაშეა. დიდი პატივია ჩემთვის მისი გაწვრთნა, რადგან ასეთი ფეხბურთელი ძალიან ცოტაა მსოფლიოში.

მომდევნო მატჩი ნანტთან? ეს თამაში ჩვენ ფინალივით უნდა ვითამაშოთ. ტურინში ძალიან ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ და კონტრ-შეტევაზე დავუშვით შეცდომა, საფრანგეთში რთული მატჩი გველის, თუმცა ეს ეტაპი უნდა დავძლიოთ," - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.


Facebook კომენტარები