1 წლის და 2 თვის წინ
რა კომენტარი გააკეთა ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელიაზე
რა კომენტარი გააკეთა ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელიაზე
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევმა სრულიად საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა.

ამჯერად კვარაზე ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ისაუბრა:

"ნაპოლიში გადასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ 24 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე პასი შეასრულა. მან მარტივად გაიარა ადაპტაცია იტალიაში. კვარა ახლა ნაპოლისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. ის შეტევის მთავარი ელემენტია. ქართველი თავის საქმეს ბრწყინვალედ ასრულებს." - განაცხადა კაპელომ.

ცნობისთვის, კვარას "ნაპოლი" სერია ა-ს დამაჯერებლად +15 ქულით ლიდერობენ.


Facebook კომენტარები