1 წლის და 9 თვის წინ
მასიმილიანო ალეგრის პირველი კომენტარი "სპეციას" დამარცხების შემდეგ
მასიმილიანო ალეგრის პირველი კომენტარი "სპეციას" დამარცხების შემდეგ
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსი" სერია ა-ს ეგიდით "სპეციას" შეხვდა და 0:2 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"ცუდი პირველი ტაიმი გვქონდა. ანხელ დი მარია გუნდს სიმშვიდეს აძლევს, მაგრამ უნდა აღვნიშნო პერინი, რომლის დამსახურებითაც კარი მშრალად შევინახეთ.

მოთამაშეები დაიღალნენ, რადგან "სპეციასთან" თამაში მარტივი არ არის. ახლა უკვე 47 ქულა გვაქვს და მე-7 ადგილზე ვართ.

ჩემმა შვილიშვილმა უკვე მომწერა წერილი თუ რამდენად გახარებულია "იუვენტუსის" მიერ გატანილი 2 გოლით," - განაცხადა ალეგრიმ.


Facebook კომენტარები