1 წლის და 9 თვის წინ
დი მარია: "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე, ეს მჭირდებოდა"
დი მარია: "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე, ეს მჭირდებოდა"
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსი" გუშინ "სპეციას" ესტუმრა და მეტოქე მშრალი ანგარიშით დაამარცხა - 0:2.

აღნიშნული გამარჯვების მოპოვების შემდეგ "ბებერ ქალბატონს" 32 ქულა დაუგროვდა და ცხრილში მე-7 პოზიციაზეა.

მატჩის დასრულების შემდეგ ანხელ დი მარიამ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"საფრანგეთში იმ მიზნით ჩავალთ, რომ შემდეგი ეტაპის საგზური მოვიპოვოთ. საშინაო მოედანზე უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით, თუმცა შევეცდებით, რომ ეს ეტაპი საფრანგეთში დავძლიოთ.

შესაძლოა თავს დაღლილად ვგრძნობ, მაგრამ ფაქტია, რომ იტალიურ ფეხბურთში კონტრშეტევებს მრავალი გუნდი იყენებს.

ყოველთვის ვცდილობ, გუნდს დავეხმარო, იქნება ეს სასტარტო შემადგენლობიდან თუ სათადარიგო სკამიდან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე, ეს მჭირდებოდა," - განაცხადა დი მარიამ.


Facebook კომენტარები