ხვალ, ჩვენი დროით 23:45 - ზე, "იუვენტუსი" სერია ა-ს 24-ე ტურის მატჩს "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს, ალიანს სთედიუმზე.
მასიმილიანო ალეგრიმ ამ დაპირისპირებამდე მედიასთან ისაუბრა და მრავალ საინტერესო თემაზე გააკეთა კომენტარი.
აღსანიშნავია, რომ "შეშლილი მაქსი" პოლ პოგბასა და ფედერიკო კიეზას დაბრუნებასაც შეეხო.
"ხვალინდელი შეხვედრა? ტურინული დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია. რთული დაპირისპირება გველის ხვალ, სადაც მნიშვნელოვანი იქნება კარგი თამაშის ჩვენება.
პოლ პოგბა? იგი ხვალ განაცხადში იქნება, ვნახოთ მიიღებს თუ არა სათამაშო დროს.
რაც შეეხება კიეზას, იგი კარგადაა და სრულ მზადყოფნაშია ამ თამაშისთვის. ლოგიკური იყო 2 გადაბმული მატჩის შემდეგ მცირე დისკომფორტი ამხელა ტრავმის შემდეგ, თუმცა ნელ-ნელა აღიდგენს ფორმას.
ბონუჩი ჩვენი კაპიტანია და უმნიშვნელოვანესი მოთამაშე. ის ხვალ ჩვენთან ერთად იქნება," - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.