1 წლის და 2 თვის წინ
მაქსის პრესკონფერენცია - რა თქვა ალეგრიმ "ტორინოსთან" გამარჯვების შემდეგ
მაქსის პრესკონფერენცია - რა თქვა ალეგრიმ "ტორინოსთან" გამარჯვების შემდეგ
ავტორი
Aa

"იუვენტუსმა" გუშინ სერია ა-ში "ტორინოს" წინააღმდეგ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. "ბებერმა ქალბატონმა" მეტოქე 4:2 დაამარცხა დერბი დელა მოლეში.

გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის კომენტარს, ამ დაპირისპირების შემდეგ.

"ჩვენ ბევრ ასპექტში გვჭირდება განვითარება. წინ ძალიან გადატვირთული მარტი გველის, ამიტომ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.

დი მარიას კარგი მატჩი ჰქონდა, თუმცა მასაც სჭირდება დასვენება, ამიტომ შევცვალე.

პოგბა კარგად გამოვიდა, ისევე როგორც კიეზა და დე შილიო. ყოველ 3 დღეში ერთხელ თამაშის დროს 5 შეცვლა ფუნდამენტალურია.

ამ მუხტით უნდა განვაგრძოთ თამაში, რადგან როგორც უკვე ვთქვი, ყოველ 3 დღეში მატჩი გვაქვს. 

მადლობას ვუხდი ბიჭებს გამარჯვებისთვის და 3 ქულისთვის, ახლა კი დროა მომდევნო მატჩებისთვის ვიფიქროთ," - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.


Facebook კომენტარები