2 წლის და 1 თვის წინ

"იუვენტუსმა" პარედესის შემცვლელი შეარჩია - უახლესი ინფორმაცია

ავტორი
Aa
ლეანდრო პარედესის მომავალი "იუვენტუსში" ბუნდოვანია. უცნობია გამოისყიდის თუ არა მას "ბებერი ქალბატონი" "პსჟ-დან", თუმცა, ამ მომენტისთვის, ეს ნაკლებად მოსალოდნელია.
არგენტინელით ტურინული კლუბი დიდად ვერ მოიხიბლა და სწორედ ამიტომ, მისი შემცვლელის ძებნაში აქტიურად არიან ჩართულნი.
Gazzeta dello sport - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბიანკონერი" შორს აღარ წავიდა და მათივე საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის დაბრუნებაზე ფიქრობს.
წყაროს მტკიცებით, ნიკოლო როველა, რომელიც ახლა "მონცაშია" განათხოვრებული და შესანიშნავად ასპარეზობს, შავ-თეთრების მთავარი კანდიდატია ლეანდროს შესაცვლელად.
უდიდესი ალბათობით, როველა პრე-სეზონზე დაუბრუნდება ტურინს, ხოლო პარედესი გაუდგება გზას პარიზისკენ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
9 თვის და 3 კვირის წინ

ბუფონი: "ეს არის მატჩი, რომელიც არასდროს დამავიწყდება"
9 თვის და 3 კვირის წინ

ფაჯოლი: "ფეხების დამტვრევით მემუქრებოდნენ, 3 მილიონის ვალი დამიგროვდა"
1 წლის და 4 თვის წინ

Opta-ს პროგნოზი სერია A-ზე - რომელ ადგილზე გავლენ გუნდები
1 წლის და 6 თვის წინ

დოპინგზე ჩავარდნის შემდეგ, პოგბას ხელფასი თვეში 2 ათას ევრომდე შემცირდა