1 წლის და 8 თვის წინ
ახალი "იუვე" - როგორი იქნება "ბიანკონერის" შემადგენლობა პოგბასთან ერთად
ახალი "იუვე" - როგორი იქნება "ბიანკონერის" შემადგენლობა პოგბასთან ერთად
ავტორი
Aa

პოლ პოგბა დაბრუნდა! ფრანგს ტურინის "იუვენტუსის" რიგებში მეორე დებიუტი დერბი დელა მოლეში ჰქონდა, სადაც გუნდმა მეტოქე 4:2 დაამარცხა.

Gazzeta Italia საინტერესო სტატიას აქვეყნებს იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობა პოლთან ერთად.

წყაროს მტკიცებით, ნახევარდაცვის ხაზი ფრანგულ დუეტზე, პოგბა-რაბიოზე აიწყობა.

მოსალოდნელია, რომ ახლანდელი ფორმაცია, რომელიც გახლავთ 3-5-2 შეიცვლება და გახდება 4-3-3. თუმცა შეიძლება "ბიანკონერი" 4-2-3-1 ფორმაციაზეც დაფიქრდეს.

ბოლო თვეებში შავ-თეთრებს ბევრი მნიშვნელოვანი თამაში ელით, სადაც პოგბა შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი იყოს გუნდის წარმატებაში.


Facebook კომენტარები