1 წლის და 1 თვის წინ
"იუვე" ზაფხულში ამ ვარსკვლავთან მოლაპარაკებებს გამართავს - უახლესი ინფორმაცია
"იუვე" ზაფხულში ამ ვარსკვლავთან მოლაპარაკებებს გამართავს - უახლესი ინფორმაცია
ავტორი
Aa

"იუვენტუსი" ზაფხულში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს, ერთ-ერთი მათგანი კი რობერტო ფირმინო შესაძლოა იყოს.

Sky sports - მა დაადასტურა, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი ზაფხულში "ლივერპულს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

Tuttojuve- ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბებერი ქალბატონი" ბობისთან სულ მალე დაიწყებს მოლაპარაკებებს.

შავ-თეთრებს სურთ მისნაირი კლასის შემტევის გუნდში ყოლა. აღსანიშნავია, რომ გარდა "ბიანკონერისა", უამრავი ევროპული გრანდი აკვირდება ფირმინოს.


Facebook კომენტარები