გუშინ "იუვენტუსი" "რომას" წინააღმდეგ დამარცხდა (0:1). "ბებერმა ქალბატონმა" მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება ვერ მოახერხა.
გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის პირველ კომენტარს, ამ დაპირისპირების შემდეგ.
"ჩვენ ვიცოდით სირთულეების შესახებ. რომას წინააღმდეგ შანსების შექმნა რთულია. პირველ ტაიმში მეტის გაკეთება შეგვეძლო, თუმცა რომაელებმა ბევრი ირბინეს.
თუ გოლს ვერ იტან, აგებ. გვქონდა რამდენიმე შანსი, რომლის გამოყენებაც ვერ შევძელით. სწორედ ამიტომ დავისაჯეთ.
კინმა შეცდომა დაუშვა და ამისთვის ბოდიშიც მოიხადა. ზოგჯერ შეცდომებისგან ბევრ რაღაცას ვსწავლობთ.
პოგბა არ არის 100%-ით მზად ჯერ კიდევ, ამიტომ რთული იქნება მისი სასტარტოში თამაში. კიეზა? ის ძალიან კარგად შემოვიდა დღესაც.
ჩვენ ახლა ხუთშაბათისთვის უნდა დავიწყოთ ვარჯიში, რადგან წინ მნიშვნელოვანი თამაში გველის. წინ ასევე მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს და წაგებამ არ უნდა შევცვალოს," - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.