1 წლის და 8 თვის წინ
პრაქტიკულად გადაწყდა - ფეხბურთელი "იუვეს" ზაფხულში დატოვებს
პრაქტიკულად გადაწყდა - ფეხბურთელი "იუვეს" ზაფხულში დატოვებს
ავტორი
Aa

გავლენიანმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯოვანი ალბანესიმ, წუხელ ადრიენ რაბიოს მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

ზემოაღნიშნული წყაროს ცნობით, უდიდესი ალბათობით, ფრანგი ნახევარმცველი ზაფხულში "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

მოლაპარაკებები ტურინულ კლუბსა და ფეხბურთელის აგენტს (დედას) შორის მიმდინარეობს, თუმცა მხარეები ძალიან შორს არიან შეთანხმებასთან.

ადრიენი იმაზე დიდ ხელფასს ითხოვს, ვიდრე ახლა აქვს, "ბებერი ქალბატონი" კი უფრო ცოტას სთავაზობს.

ასე და ამგვარად, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ რაბიო ზაფხულში "ბებერი ქალბატონის" ფეხბურთელი აღარ იქნება.


Facebook კომენტარები