1 წლის და 8 თვის წინ
დიბალამ "იუვეს" ფანებს მიმართა: "ვწუხვარ, რომ ეს ასე დაინახეთ"
დიბალამ "იუვეს" ფანებს მიმართა: "ვწუხვარ, რომ ეს ასე დაინახეთ"
ავტორი
Aa

"სტადიო ოლიმპიკოზე" კვირას "რომასა" და ტურინის "იუვენტუსის" მატჩი შედგა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე ჯანლუკა მანჩინიმ შეაგდო. თამაშის ბოლოს პიემონტელები 10 კაცით დარჩნენ - მოედანზე ერთი წუთის შესული მოიზე კინი მოედნიდან გააძევეს.

მიუხედავად მარცხისა, ის, რამაც "ბიანკონერის" ქომაგები ყველაზე მეტად გააბრაზა, მათი ყოფილი ფეხბურთელის, პაოლო დიბალას საქციელი გახლდათ. "რომას" არგენტინელმა შემტევმა მანჩინის გოლიც და რუი პატრისიუს მატჩის უკანასკნელ წუთებზე შესრულებული სეივი ემოციურად აღნიშნა. 

განაწყენებულ ტურინელებს "ლა ჯოიამ" ტელეგრამის საშუალებით მიმართა.

"ვიცი, რომ ეს თქვენთვის რთულია. ასევეა ჩემთვისაც.

მიუხედავად ამისა, დღეს სხვა გუნდში ვთამაშობ, სხვა თანაგუნდელებთან ერთად ვარ და მათ პატივი უნდა ვცე. გამარჯვება იოლი არასდროსაა, ჩვენთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პატივისცემა არასდროს გაქრება. არ მისცეთ სოციალურ მედიას საშუალება, რომ შეგაცდინოთ.

მე უბრალოდ თანაგუნდელებთან ერთად ვიზეიმე. ვწუხვარ, რომ ეს ასე განსხვავებულად დაინახეთ. ყველას გეხვევით," - დაწერა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ პაოლომ "ბებერი ქალბატონი" 2022 წლის ზაფხულში დატოვა, როცა კლუბმა მას ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა. მიმდინარე სეზონში დიბალამ 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

"ჯალაროსის" 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა. 35-ქულიანი "იუვე" მე-8 ადგილს იკავებს.


Facebook კომენტარები