1 წლის და 1 თვის წინ
პოგბა "ფრაიბურგთან" განაცხადში არ არის - რა არის ამის მიზეზი
პოგბა "ფრაიბურგთან" განაცხადში არ არის - რა არის ამის მიზეზი
ავტორი
Aa

ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ დღეს, ჩვენი დროით 00:00 - ზე, "იუვენტუსი" "ფრაიბურგის" წინააღმდეგ ევროპა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩს გამართავს.

ახლახანს გავრცელდა "ბიანკონერის" განაცხადი და იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ამ დაპირისპირებაში მონაწილეობას მიიღებენ, სადაც პოლ პოგბა ვერ მოხვდა.

ჯოვანი ალბანესის თუ დავუჯერებთ, ფრანგს არანაირი ტრავმა არ აქვს, საქმე დისციპლინარულ დარღვევაშია.

წყაროს მტკიცებით, პოლი გუშინდელ ვარჯიშზე გვიან მივიდა, რის გამოც "ბებერმა ქალბატონმა" დასაჯა და დღეს გუნდს ვერ დაეხმარება.


Facebook კომენტარები