1 წლის და 8 თვის წინ
დაუბრუნდება თუ არა "იუვეს" 15 ქულა - რას ამბობს ცნობილი ადვოკატი
დაუბრუნდება თუ არა "იუვეს" 15 ქულა - რას ამბობს ცნობილი ადვოკატი
ავტორი
Aa

იტალიური Tuttosport-ი ადვოკატ პიერლუიჯი მატერას "იუვენტუსის" სასჯელის შესახებ ესაუბრა.

ადვოკატი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, სამართლიანობაზე მეტად მედიის გავლენა არსებობდა. მას სწამს, რომ სიტუაცია კლუბისთვის სასიკეთოდ შეიცვლება და გუნდს 15 ქულა დაუბრუნდება.

როგორც ცნობილი გახდა, ტურინულმა გუნდმა მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ 100 გვერდიანი სარჩელი მოამზადა და სიმართლის დამტკიცებას ფედერალურ სასამართლოში (TAR) აპირებს.

აქვე გეტყვით, რომ "იუვენტუსს" 15 ქულა კაპიტალის ხელოვნურად გაზრდის საკითხზე ჩამოაკლეს.

ტურინელებს ახლა 35 ქულა აქვთ, გადაწყვეტილების შეცვლისა და წართმეულის დაბრუნების შეთხვევაში კი "ინტერს" გაუთანაბრდებიან, რომელსაც 50 ქულა აქვს და ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" 15 ქულით ჩამორჩება.


Facebook კომენტარები