1 წლის წინ
იტალიური მედია - ტრანსფერის თაობაზე პირველი კონტაქტი შედგა
იტალიური მედია - ტრანსფერის თაობაზე პირველი კონტაქტი შედგა
ავტორი
Aa

"იუვენტუსი" ვოიცეხ შესნის შემცვლელს უკვე აქტიურად ეძებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არსებობს იმის ალბათობა, რომ ტურინულმა კლუბმა ახალი მეკარე დაიმატოს.

Corriere torino - ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი პოლონელი გოლკიპერის შესაცვლელად მარკო კარნეზეკი გახლავთ.

წყაროს მტკიცებით, ტურინულ კლუბს პირველი მცდელობა უკვე ჰქონდა ახალგაზრდა იტალიელი მეკარის კლუბთან კონტაქტის.

"კრემონეზე" მზადაა გაუშვას ვარსკვლავი, თუმცა ამის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას მოითხოვს. ვნახოთ რა მოხდება ზაფხულში.


Facebook კომენტარები