1 წლის წინ
დატოვებს თუ არა კვარა "ნაპოლის" ზაფხულში - უახლესი ინფორმაცია
დატოვებს თუ არა კვარა "ნაპოლის" ზაფხულში - უახლესი ინფორმაცია
ავტორი
Aa

Corriere dello SPORT-ის ჟურნალისტმა ფაბიო მანდარინიმ "ნაპოლის" მომაკვდინებელი დუეტის - ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მომავლის შესახებ ისაუბრა.

"ქართველი მარცხენა შემტევი "ნაპოლიდან" არსად წავა. ამას 100%-იან ინფორმაციას ვუწოდებდი. კლუბი მის დათმობას არ გეგმავს.

რაც შეეხება ოსიმენს, ვითარება განსხვავებულია. ნიგერიელი ცენტრფორვარდი საკუთარ მოვალეობას ბრწყინვალედ ასრულებს და, ბუნებრივია, ზაფხულში ბევრი მსურველი ეყოლება. 

ვფიქრობ, რომ ახლა ოსიმენთან კონტრაქტის გახანგრძლივება განსაკუთრებით რთული იქნება," - თქვა მანდარინიმ Campana Televomero-ს გადაცემა Playamiamo d'Avanto-ში სტუმრობისას.

ორივე ფეხბურთელი უკვე დაუკავშირეს რამდენიმე ევროპულ გრანდს, ამიტომ მათ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მსურველები ნამდვილად არ მოაკლდებათ.


Facebook კომენტარები