1 წლის და 1 თვის წინ
დელ პიერო "იუვენტუსში" ბრუნდება?! - რა მოთხოვნა აქვს ლეგენდას
დელ პიერო "იუვენტუსში" ბრუნდება?! - რა მოთხოვნა აქვს ლეგენდას
ავტორი
Aa

დელ პიერო სერია ა-ს გასული ტურის მატჩს ალიანს სთედიუმზე დაესწრო. ლეგენდამ "იუვენტუსისა" და "ვერონას" დაპირისპირებას უყურა ტრიბუნებიდან.

აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირების შემდეგ ალექსი "ბებერი ქალბატონის" სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა.

მედიაში გავრცელებული ჭორების თანახმად, იტალიელი ითხოვს, რომ ტურინულ კლუბში ჰქონდეს ისეთი როლი, საიდანაც შეეძლება გადაწყვეტილებების მიღება.

ჯერჯერობით უცნობია რამდენად რეალურია დელ პიეროს დაბრუნება "ბიანკონერიში", თუმცა ამას სულ მალე გავიგებთ.


Facebook კომენტარები