12 თვის წინ
"ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ" - ალეგრი "ინტერთან" მატჩის წინ
"ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ" - ალეგრი "ინტერთან" მატჩის წინ

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კოპა იტალიაზე "ინტერთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ წინ რთული მატჩი გველოდება ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. მათ ძალიან ფიზიკური და ტექნიკურად გამართული გუნდი ჰყავთ. რამდენიმე მარცხის ფონზე კი მოედანზე ორმაგად მოტივირებულები გამოვლენ და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ცუდი ფორმის მიუხედავად, ინტერს შესანიშნავი შემადგენლობა და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ორივე გუნდისთვის კოპა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ წინ კარგი სანახაობა გველოდება", - თქვა ალეგრიმ.



Facebook კომენტარები