11 თვის და 4 კვირის წინ
"ფრე სამართლიანი შედეგია, რადგან..." - ალეგრი ინტერთან მატჩის შემდეგ
"ფრე სამართლიანი შედეგია, რადგან..." - ალეგრი ინტერთან მატჩის შემდეგ

კოპა იტალიის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა "იუვენტუსსა" და "ინტერს" შორის ფრედ - 1:1 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

"მატჩის დასრულებისთანავე გასახდელში გავედი, თუმცა ასეთი შეხლა-შემოხლა ფეხბურთის ნაწილია და სალაპარაკოც არაფერია.

ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდებოდა. ინტერს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს და ბოლო პერიოდში ცუდი შედეგების მიუხედავად, გუნდის ხარისხი არსად გამქრალა. ჩვენ დაბალანსებული შეხვედრა ვიხილეთ და ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგია, რადგან შანსები ორივე გუნდს ჰქონდა.

ჩვენ სანაკრებო პაუზამდეც კარგ ფიზიკურ და მენტალურ ფორმაში ვიყავით. 

დღეს ვნახე იუვენტუსის ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან მოტივირებულები იყვნენ და შედეგის გამო იმედგაცრუებულები არიან, თუმცა მათი თამაშით კამყოფილი ვარ", - თქვა ალეგრიმ.


Facebook კომენტარები