1 წლის და 1 თვის წინ
იუვენტუსი VS ინტერი - საინტერესო ფაქტები მათი დაპირისპირების შემდეგ
იუვენტუსი VS ინტერი - საინტერესო ფაქტები მათი დაპირისპირების შემდეგ

კოპა იტალიის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა "იუვენტუსსა" და "ინტერს" შორის ფრედ - 1:1 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ ამ ორი გუნდის შეხვედრებს შორის მორიგი საინტერესო ფაქტები დაფიქსირდა.

1. ინტერმა იუვენტუსის წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ბოლო 8 გოლიდან 5 პენალტით გაიტანა.

2. მას შემდეგ, რაც იუვენტუსშია, ხუან კუადრადომ ყველაზე მეტი გოლი ინტერს გაუტანა (4). გარდა ამისა, იუვეს ბოლო 7 საშინაო გოლიდან ინტერთან 3 კოლუმბიელის აქტივშია. 

3. სამირ ჰანდანოვიჩმა ინტერში ყველა ტურნირზე 450-ე მატჩი ჩაატარა. მეკარეებს შორის ინტერში უფრო მეტჯერ მხოლოდ ვალტერ ძენგას აქვს ნათამაშები (473).


Facebook კომენტარები