1 წლის წინ
"კონკურენტების დაპირისპირებაა, ძალები უნდა დავზოგოთ" - ალეგრის პრესკონფერენცია
"კონკურენტების დაპირისპირებაა, ძალები უნდა დავზოგოთ" - ალეგრის პრესკონფერენცია

სერია A-ს 29-ე ტურში "იუვენტუსი" "ლაციოს" დაუპირისპირდება.

მატჩის წინ მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

"ხვალინდელი შეხვედრა პირდაპირი კონკურენტების დაპირისპირებაა. ლაციოს მიმდინარე სეზონში საუკეთესო დაცვა ჰყავს, ამიტომ ეს ძალიან რთული შეხვედრა იქნება.

სასტარტო შემადგენლობაზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. 

ჩვენ უნდა ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ხვალ პოგბა და ბონუჩი თამაშს. ბარენეჩეა და ილინგი ვერ დაგვეხმარებიან.

ფედერიკო კიეზა თავს უკეთ გრძნობს. ჯერჯერობით არ ვიცი, იქნება ის ხვალ სასტარტოში, თუ მატჩს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს. ჩვენ ძალები უნდა დავზოგოთ, რადგან წინ ძალიან ბევრი მატჩი გველოდება", - თქვა ალეგრიმ.



Facebook კომენტარები