1 წლის წინ
"სპორტინგთან" მატჩის წინ დი მარციო მნიშვნელოვან ამბავს ავრცელებს
"სპორტინგთან" მატჩის წინ დი მარციო მნიშვნელოვან ამბავს ავრცელებს
ავტორი
Aa

ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ "იუვენტუსი" შემდეგ მატჩს "სპორტინგის" წინააღმდეგ გამართავს, ევროპა ლიგის 1/4 ფინალში.

იტალიელი ჟურნალისტის, დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დაპირისპირებაში "ბებერ ქალბატონს" პოლ პოგბა დაუბრუნდება.

წყაროს მტკიცებით, უდიდესი ალბათობით, ფრანგი ნახევარმცველი ლისაბონური კლუბის წინააღმდეგ განაცხადში მოხვდება და გარკვეულ სათამაშო დროსაც მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი მასიმილიანო ალეგრიზე იქნება დამოკიდებული დიდწილად.


Facebook კომენტარები