როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე თამაშით სრულიად საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა.
ამჯერად კვარაზე იტალიის ნაკრებისა და "იუვენტუსის" ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ ისაუბრა:
"კვარაცხელიას სათამაშო სტილი ძალიან მომწონს. თავისუფლად აზროვნებს და გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს. ზოგჯერ იმდენად დაუჯერებელ რაღაცეებს აკეთებს, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება.
"ნაპოლისთვის" სამწუხაროდ, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე იტალიურ გუნდს უპირისპირდებიან. ეს ცუდია, რადგან "მილანსაც" და "ინტერსაც" მათი სათამაშო სტილი შესწავლილი აქვთ. "პარტენოპეის" სტეფანო პიოლის გუნდთან წარმატების მისაღწევად ახალი იარაღის გამოყენება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამარჯვება გაჭირდება." - განაცხადა დელ პიერომ.
ცნობისთვის, "მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.