1 წლის წინ
რონალდუ "ალ-ნასრიში" ყოფილ თანაგუნდელს ეპატიჟება - ტრანსფერი ძალიან რეალურია
რონალდუ "ალ-ნასრიში" ყოფილ თანაგუნდელს ეპატიჟება - ტრანსფერი ძალიან რეალურია
ავტორი
Aa

პორტუგალიელ ლეგენდას კრიშტიანუ რონალდუს "ალ-ნასრიში" "იუვენტუსის" ფეხბურთელის ხუან კუადრადოს ხილვა სურს.

ამის შესახებ იტალიური გამოცემა Calcio Mercato იტყობინება. წყაროს ცნობით, ხუან კუადრადო უკვე "ალ-ნასრის" რადარზეა. 

34 წლის კოლუმბიელს საუდის არაბეთის კლუბში უფასოდ გადასვლა შეუძლია, რადგან "იუვენტუსთან" მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.

საერთო ჯამში კუადრადომ "ბებერ ქალბატონში" 293 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ამ დროში კი 24 გოლი და 65 საგოლე გადაცემა გააკეთა.


Facebook კომენტარები