11 თვის და 2 კვირის წინ
"მოედანზე შიშის გარეშე უნდა გავიდეთ, რადგან..." - ალეგრის პრესკონფერენცია
"მოედანზე შიშის გარეშე უნდა გავიდეთ, რადგან..." - ალეგრის პრესკონფერენცია

"იუვენტუსის" მთავრმა მწვრთნელმა, მაქს ალეგრიმ "სპორტინგთან" მატჩის წინვრცელი კომენტარი გააკეთა.

"სპორტინგი ძალიან ტექნიკური გუნდია, რომელიც ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს, მათ ჰყავთ ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც გუნდს 19-წლიანი პაუზის შემდეგ ტიტული მოუტანა, ჩვენ მეტოქეს დიდი პატივი უნდა ვცეთ, თუმცა მოედანზე შიშის გარეშე გავიდეთ.

არ დაგავიწყდეთ, მათ ევროპა ლიგას არსენალი გამოთიშეს, რომელიც პრემიერ ლიგას ლიდერობს.

ალექს სანდრო და ვლაჰოვიჩი გუნდის განკარგულებაში არიან, დუშანს 90 წუთი თამაში შეუძლია, დე შილიო კი ჯერჯერობით თამაშისთვის მზად არ არის.

პოგბა გუნდის განკარგულებაშია. მან ბოლო დღეებში კარგად ივარჯიშა, პოლის მწყობრში ყოფნა სეზონის დასკვნით ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა ალეგრიმ.


Facebook კომენტარები