1 წლის და 7 თვის წინ
"ფეხბურთი მათემატიკური ამოცანა არ არის და ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი" - ალეგრის პრესკონფერენცია
"ფეხბურთი მათემატიკური ამოცანა არ არის და ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი" - ალეგრის პრესკონფერენცია

მასიმიალიანო ალეგრიმ "სპორტინგან" მოგებული მატჩი (1-0) შეაფასა.

"მეორე ნახევარში 3 ნახევარმცველით უფრო კარგად ვითამაშეთ. გუნდის თამაშით საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, ჩვენ გავიმარჯვეთ და კარი მშრალად შევინახეთ.

ფეხბურთი მათემატიკური ამოცანა არ არის და ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი. ჩვენ ბალანსი გვაკლდა, პასების დროს მეტი სიზუსტე უნდა გამოგვეჩინა, მაგრამ საბოლოო ჯამში გუნდმა გაიმარჯვა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

გატი? ეს ჩვენთვის ძალიან რთული სეზონია, ახალგაზრდა ფეხბურთელებს კი განვითარებისთვის დრო და სიმშვიდე სჭირდებათ. ზოგჯერ ისინი შესანიშნავად გამოიყურებიან, ზოგჯერ კი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ ფეხბურთი არასოდეს უთამაშიათ. გატი ღრუბელივით არის, რომელიც ინფორმაციას ისრუტავს და მატჩიდან მატჩამდე ვითარდება", - თქვა ალეგრიმ.


Facebook კომენტარები